“ოპოზიციის გადასაწყვეტია, ჩაერთვება თუ არა კანონის განხილვაში” – მიქანაძე ამნისტიის კანონზე
“ოპოზიციის გადასაწყვეტია, ჩაერთვება თუ არა კანონის განხილვაში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გივი მიქანაძემ ამნისტიის კანონზე საუბრისას აღნიშნა.
“მთავარი არის, რომ ეს კანონპროექტი განხილული იქნება და კანონად იქცევა ძალიან მალე. ის არის სახელმწიფოს მხრიდან გამოხატული აქტი, რომელიც მიუთითებს სახელმწიფოს დამოკიდებულებასა და ჰუმანურ მიდგომებზე, რომელიც ხელისუფლებას ახასიათებს”, – აღნიშნა მიქანაძემ.