თალაკვაძე – რადიკალურ ოპოზიციაზე: დაკავებულები არიან არჩევნების გაშავებით

„იმის მაგივრად, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ მოქალაქეებს გააცნოს პროგრამა, რის გაკეთებას აპირებენ, რა იციან ჩვენზე უკეთ და რა შეუძლიათ ჩვენზე უკეთ, დაკავებულები არიან არჩევნების გაშავებით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ “დღის ქრონიკაში” საუბრისას განაცხადა.

“რადიკალური ოპოზიციის დევიზი რჩება იგივე – სანამ არ გაიმარჯვებენ, ყველა არჩევნები არის ყალბი. ამ არჩევნებში მაღალი შედეგის იმედი არ აქვთ, ამიტომ, წინასწარ დაიწყეს თავისი ამომრჩევლის მოტყუების კამპანია“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები