მაჭარაშვილი – ტრამპზე თავდასხმაზე: რეალურად, ესროლეს მშვიდობას, ოჯახურ ტრადიციებს
“სამწუხაროდ, მივიღეთ ის, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და დღევანდელი პრეზიდენტობის კანდიდატი მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი აღმოჩნდა – ეს უკვე ფარდის ჩამოხსნაა, რომ ის უცხოური ძალა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ებრძვის ყველას და ყველაფერს, რაც კი მას ეწინააღმდეგება და არენაზე უკვე მკვლელობების მცდელობებით გამოჩნდა”, – განაცხადა “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.
“რეალურად, ესროლეს მშვიდობას, ოჯახურ ტრადიციებს და ამას ვინ გააკეთებს? რა თქმა უნდა, ის გლობალური ომის პარტიები გააკეთებენ, რომელთაც სურთ, რომ უკრაინაში ომი არ დამთავრდეს, საქართველოში დაიწყოს ომი და ა.შ”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.