“მიღებულმა პასუხებმაც დაგვარწმუნა იმაში, რომ არაფერი აქვთ სათქმელი და თითის გაშვერები დაიწყეს” – მიქანაძე არასამთავრობოებზე

“კვლევის შედეგებმა ხომ დაგვარწმუნა მთელი საზოგადოება, რომ სიცრუეს ტირაჟირებდნენ ამდენი ხნის განმავლობაში, მიღებულმა პასუხებმაც ცალსახად დაგვარწმუნა იმაში, რომ არაფერი აქვთ სათქმელი და თითის გაშვერები დაიწყეს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გივი მიქანაძემ “ქართული ოცნების” მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

“ჩვენ დავინახეთ ერთი კონკრეტული ფაქტორი – ეს ორგანიზაციები ყველანაირად ცდილობენ, რომ რაღაცით გადაფარონ და აიცილონ მოცემულობა.

ვებგვერდის არქონა, ფინანსური კონტექსტიდან გამომდინარე, აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია. ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია დღეს ვებგვერდით დაკვეთა და გაკეთება”, – განმარტა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები