“რას გვედავებიან ამ კანონთან მიმართებით, ვისი უფლებები იზღუდება, რა კონსტიტუციის დარღვევაზე საუბრობენ” – ყაველაშვილი გამჭვირვალობის კანონზე

“რას გვედავებიან ამ კანონთან მიმართებით, ვისი უფლებები იზღუდება, რა კონსტიტუციის დარღვევაზე საუბრობენ? სასაცილოა ეს ყველაფერი”, – ასე გამოეხმაურა “ხალხის ძალის” წევრი, მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტს ზურაბიშვილის მიერ, გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს.

“ამდენი ხნის მანძილზე ერთი მუხლი ვერ მოიყვანა ვერავინ, [რომლითაც კანონს არგუმენტირებულად გააკრიტიკებდა]. მონებს ჩვენ გვიწოდებენ, მაშინ, როდესაც როგორც კი აშშ-ის წარმომადგენლებმა კანონს რუსული უწოდეს, რადიკალურმა ოპოზიციამ ამის სიტყვასიტყვით გამეორება დაიწყო. თან, საზოგადოებას რომ მოუწოდებდნენ – არც წაეკითხათ და განეხილათ ეს კანონი. ალბათ, ოდესმე შერცხვებათ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. თუმცა, საერთო ჯამში, ეს კარგი პროცესია, რადგან საზოგადოება ყველაფერს უკეთ დაინახავს და გაარჩევს,“ – აღნიშნა ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები