“ზურაბიშვილი ახლა რომ ფარისევლურად გამოთქვამს წუხილს ტრამპზე თავდასხმაზე, მან შეიწყალა პირი, რომელმაც პოლიციელს ცეცხლი წაუკიდა” – პაპუაშვილი
“შეუძლიათ, ეს ქვეყანა გაწირონ ისე, რომ თვალსაც არ დაახამხამებენ. ვნახეთ, ყველა ცდილობს დააკნინოს ამ შემთხვევის მნიშვნელობა. ლიბერალური ფაშიზმი რაც საქართველოში უცხოური დაფინანსებით ზოგიერთი ჯგუფებისგან ინერგება, აქეთკენ მიდის”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე ისაუბრა.
“ახლა რომ ფარისევლურად გამოთქვამს წუხილს ტრამპზე თავდასხმასთან დაკავშირებით, მან [ზურაბიშვილმა] შეიწყალა ადამიანი, რომელმაც პოლიციელს ცეცხლი წაუკიდა და სიკვდილისთვის სწირავდა. საქართველოს ისტორიაში პირველად „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს პოლიციელს და ვნახეთ, რომ ეს ადამიანი, რომელიც ძალადობაში არაერთხელ იყო მხილებული, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. ეს არის ტენდენცია, მიდგომა, რომელიც ამ ჯგუფებს აქვთ, რომლებიც ძალადობისკენ უბიძგებენ ადამიანებს”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.