“საელჩოები ამბობენ, რომ დააფინანსებენ NGO-ებს წინასაარჩევნოდ, მოლოტოვის კოქტეილის შესაძენად, რადიკალური პროცესებისთვის” – მაჭარაშვილი
“წელიწად-ნახევარია, ვამბობთ ამას, როცა კანონი პირველ ჯერზე დავაინიცირეთ, რომ გამჭვირვალობა სურს საზოგადოებას. ამაზე გვეუბნებოდნენ, ისედაც გამჭვირვალეები ვართ, გვითხარით აბა რა გნებავთო. აგერ, ბრიფინგზეც გავიგეთ და პარლამენტის თავმჯდომარემაც, არაერთხელ, თქვა, რომ პროცენტულობის უდიდესი რაოდენობა დამალულია, იმ თანხების, რომელიც ერიცხება საქართველოში არასამთავრობო სექტორს. ამას აღარც მალავენ”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა მმართველი პარტიის მიერ გასაჯაროებული კვლევის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომელიც ენჯეო სექტორისა და მედიაორგანიზაციების გამჭვირვალობის საკითხს შეეხება.
“საელჩოები ამბობენ, რომ დააფინანსებენ NGO-ებს წინასაარჩევნოდ, მოლოტოვის კოქტეილის შესაძენად, რადიკალური პროცესებისთვის. როდესაც წახალისება არსებობს უცხოური ძალიდან რომ აქ შავმა ფულმა იტრიალოს NGO-ში, რა თქმა უნდა, აქაური NGO-ბი ამ ფულს “შავად” დახარჯავენ და ბუნებრივად არ იქნება თეთრი და გამჭვირვალე ის პროცესი, რითაც საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რა ფული ტრიალებს NGO-ში”‘ – აღნიშნა მაჭარაშვილმა.