პაპუაშვილი – ენჯეო სექტორზე: მათ და მათ დონორებსაც აქვთ პრობლემა, რომ არ გასაჯაროვდეს, რა საქმეში იხარჯება ფინანსები

“ის 500-მდე ენჯეოს 80-ის გრანტი, რომელიც აპროტესტებდა ამ [გამჭვირვალობის] კანონს, არც ვიცით, რამდენია”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

“99%-ის შემთხვევაში, ან საერთოდ არ არის ინფორმაცია, თანაც – საბაზისო, ან ის არის არასრული.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ, სინამდვილეში, მათ ამ კანონთან პრობლემა იმ მხრივ კი არ ჰქონდათ, რომ თითქოს ხდება სტიგმატიზაცია და ა.შ. სინამდვილეში, მათ და მათ დონორებსაც აქვთ პრობლემა, რომ არ გასაჯაროვდეს, რა საქმეში იხარჯება ფინანსები”, – განმარტა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები