“ჩვენთვის მიხეილ სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი” – ნათია მეზვრიშვილი

“განაცების” საკითხზე მხოლოდ შემიძლია, დავაკონკრეტო – ყველასთვის ცნობილია “ნაცმოძრაობასთან” დაკავშირებით ჩვენი პოზიცია; ჩვენთვის მიხეილ სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი”, – ამის შესახებ პარტიის – “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

“ყველასთვის ცნობილია, პარტიებს რა დამოკიდებულება აქვს კეზერაშვილის ოლიგარქობასთან დაკავშირებით. ამ საკითხებთან დაკავშირებით “ლელოს” პოზიცია არის ცნობილი. როდესაც ვსაუბრობთ მათ გადარჩენაზე, ამ პოზიციებს ვგულისხმობდით”, – განმარტა მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები