“პარადოქსია, როცა პრეზიდენტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ცნობილია, როგორც კონსტიტუციის დამრღვევი, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს” – მაჭარაშვილი
“პარადოქსია სალომე ზურაბიშვილის მოცემულობა, მაგრამ კიდევ უფრო პარადოქსია, როცა პრეზიდენტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ცნობილია როგორც კონსტიტუციის დამრღვევი, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს”, – ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას.
“დილა-საღამოს სახელმწიფო პირადი საკუთრება ჰგონია, როცა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს გახსნის, როცა უნდა – დახურავს. ამიტომაც არის ნულოვანი რეიტინგის“, – აღნიშნავს მაჭარაშვილი.