97%-ს არ აქვს გაკეთებული წლიური ანგარიში – მიქანაძე ორგანიზაციებზე, რომლებიც შეეწინააღმდეგნენ გამჭვირვალობის კანონს

“საზოგადოებას გვინდა, წარვუდგინოთ კვლევის ანგარიში, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ჩაატარა და ამ კვლევის ანგარიში არის 12 ივლისის მდგომარეობით, ეხება არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების გამჭვირვალობის საკითხს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

“ეს არის საბაზისო კვლევა, რომელიც მოიცავს ძირითად მონაცემებს, თუ რამდენად გამჭვირვალეები არიან ეს ორგანიზაციები და რამდენად ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის ის ინფორმაცია, რომელიც მათ საქმიანობასთან, დაფინანსებასთან არის დაკავშირებული.

8 აპრილს 474-მა ორგანიზაციამ მოაწერა ხელი ერთობლივ განცხადებას, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა, რომ ეს ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან მსგავსი კანონის მიღებას”, – აღნიშნა მიქანაძემ.

დეპუტატის თქმით, მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა, შეესწავლა ხელმომწერი ორგანიზაციების რეალური ინფორმაცია, რომელიც აჩვენებს, რამდენად გამჭვირვალეები არიან ისინი.

“ჩვენ ვხედავთ, რომ 474 ორგანიზაციიდან 51%-ს ვებგვერდი არ გააჩნია; 62 %-ს არ აქვს მითითებული ინფორმაცია დონორების შესახებ; 68%-ს არ აქვს მითითებული პროექტების დასახელება; 89%-ს არ აქვს მითითებული გრანტების ოდენობა; 80%-ს არ აქვს მითითებული პროექტის/გრანტის ვადა; 97%-ს არ აქვს გაკეთებული წლიური ანგარიში; 70%-ს არ აქვს მითითებული ინფორმაცია გუნდის შესახებ”, – განმარტა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები