საქართველოს ელჩი გერმანიაში რაინერ ლინდნერს შეხვდა

  საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთის კომიტეტის აღმასრულებელ დირექტორს რაინერ ლინდნერს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათისა იყო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, განხილულ იქნა ეკონომიკის სფეროში საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ხაზი გაესვა აღნიშნული თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავების აუცილებლობას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯებზე და განიხილეს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები