„საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ელჩს შორის, კომუნიკაცია არ არსებობს“

სირიელი მეამბოხეების გაწვრთნასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია აჩვენებს, რომ მთავრობის შიგნით, ისევე როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ელჩს შორის, კომუნიკაცია არ არსებობს, – ამის შესახებ საზოგადოება “ივერიის” წარმომადგენელმა ნინო კალანდაძემ Foreign policy-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა. ინფორმაციის თანახმად საქართველომ ამერიკის შეერთებულ შტატებს შესთავაზა სირიელი მეამბოხეების საკუთარ ტერიტორიაზე გაწვრთნა, ეს ინფორმაცია Foreign policy-ს საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძემ დაუდასტურა, თუმცა, მოგვიანებით, მან ეს უარყო და ჟურნალისტების უზუსტობას დააბრალა.
“ჩემი აზრით, ასეთი ინფორმაციის გაჟონვა, როგორც ასეთი, არ ხდება და არ უნდა ხდებოდეს, ეს მანიშნებელია იმისა, რომ სახელმწიფო ორგანოებს შორის არ არსებობს კომუნიკაცია, ეს არ არის ზედაპირული საკითხი, არამედ არის საკითხი, რომელზეც სახელმწიფო პოლიტიკა უნდა არსებობდეს და სახელმწიფო გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. ელჩი, რომელმაც დაუდასტურა ეს ინფორმაცია Foreign policy-ს, არის ოფიციალური პირი, სხვა საკითხია, რომ არ არსებობს კოორდინაცია ელჩსა და სამინისტროს შორის. ვინაიდან საგარეო საქმეთა სამინისტრომ რადიკალურად განსხვავებული პოზიცია გაავრცელა, ისევე როგორც არ არსებობს ჩამოყალიბებული პოზიცია მთავრობის შიგნით, თუ ეს იყო თავდაცვის სამინისტროს პოზიცია, ესე იგი, იგი არ იყო შეთანხმებული დანარჩენ მთავრობასთან”, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები