ალბანეთში აქციის მონაწილეებმა მთავრობისა და მერიის შენობებს „მოლოტივის კოქტეილები“ ესროლეს

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებმა მთავრობისა და მერიის შენობებს „მოლოტივის კოქტეილები“ ესროლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მათი ცნობით, დემონსტრანტები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ედი რამას გადადგომას ითხოვენ.

ამასთან, აქციის მონაწილეები დაკავებული ოპოზიციის ლიდერის, სალი ბერიშის გათავისუფლებასაც ითხოვენ, რომელიც კორუფციის ბრალდებით შინაპატიმრობაში იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ პოლიციას აქციის მონაწილეებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, სამართალდამცველები „მოლოტოვის კოქტეილებით“ გამოწვეული ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ, რამაც რამდენიმე ოფიცერს საფრთხე შეუქმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები