„ხელისუფლება მზად არის, პარტიების დაფინანსების თემაზე კონსულტაციები გამართოს“

     საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება მზად არის, პარტიების დაფინანსების სისტემის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად ოპოზიციასთან კონსულტაციები გამართოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ სასტუმრო “რედისონში” განუცხადა, სადაც პარტიების დაფინანსების საკითხზე „მრგვალი მაგიდა“ მიმდინარეობს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აღნიშნული მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. “შარშან მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა კანონში “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ”. ამ ცვლილებების შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაიზარდა პარტიების დაფინანსება – გარკველწილად, გაორმაგდა კიდეც. თუ საჭიროა კიდევ მსჯელობა დაფინანსების სისტემის გაუმჯობესებაზე, მზად ვართ, მოვისმინოთ ის შენიშვნები, რაც აქვთ ოპოზიციის წარმომდგენლებს”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები