არარატ მირზოიანი – სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობა ყველა მიმართულებით სწრაფად ვითარდება

სომხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა მართლაც სწრაფად ვითარდება ყველა მიმართულებით. საბაჟო სექტორში ჩვენი თანამშრომლობის გაფართოებით შეგვიძლია, მივაღწიოთ ახალ, მნიშვნელოვან შედეგებს, ხელი შევუწყოთ ბიზნესს და ადამიანებს შორის კონტაქტების გაღრმავებას. ასევე, აღსანიშნავია სომხეთ-საქართველოს შორის საპარლამენტთაშორისო კავშირები– ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა ქართველ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ეს წელი ინტენსიური ურთიერთობებით გამოირჩევა და ჩვენ მაღალი დონის აქტიური კონტაქტები შევინარჩუნეთ პოლიტიკური დიალოგის თვალსაზრისით. სომხეთ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით, ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სხვა ელემენტებით არის შევსებული, რაც ძალიან კარგია და დინამიკა ჩნდება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში“, – განაცხადა მირზოიანმა.

სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სომხეთმა და საქართველომ უმაღლეს დონეზე დააფიქსირეს, რომ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს აღიარებენ და პატივს სცემენ. ამასთან, არარატ მირზოიანმა ქართველი კოლეგა სომხეთში მიიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები