გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველთან, სუ-25 ის კატასტროფის შედეგად გარდაცვლილი კახაბერ ზურაბაშვილის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი  სამხედრო სწავლების დროს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველთან, სუ-25ის კატასტროფის შედეგად გარდაცვლილი პილოტის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სამხედრო სწავლების დროს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველთან, სუ-25 ის კატასტროფის შედეგად, თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტის, კახაბერ ზურაბაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. ვუსამძიმრებ მისი ოჯახის წევრებს, კოლეგებს, ავიაციის და საჰაერო ძალების ოფიცრებს“, – წერს სოციალურ ქსელში გოგი მეშველიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები