ეროვნული ნაკრების საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, თბილისში მსვლელობა და საზეიმო ღონისძიებები გაიმართება
ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, დღეს საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.
ღონისძიება 22:00 საათზეა დაგეგმილი.
„2 ივლისს, 22:00 საათზე ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე. ერთად შევხვდეთ და ერთად ვუთხრათ მადლობა ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს. ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი და ერთად აღვნიშნოთ ქართული საფეხბურთო სასწაული. 21:30 საათზე საფეხბურთო ნაკრები მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით მსვლელობას დაიწყებს თავისუფლების მოედნისკენ. 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე – საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.