BBC: გერმანიას ტოვებს საქართველო, რომელმაც ზღაპრული თამაშითა და პლეი ოფში გასვლით მეტოქე გუნდების პატივისცემა დაიმსახურა

გერმანიას ტოვებს საქართველო, რომელმაც ზღაპრული თამაშითა და პლეი ოფში გასვლით მეტოქე გუნდების პატივისცემა დაიმსახურა, – ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის სტატიაში აღნიშნულია, რომ ქართველი ფეხბურთელები ესპანეთის უკანა ხაზში კონტრშეტევებზე შედიოდნენ უშიშრად და ყველგან რისკავდნენ.

„თუმცა მათი გულშემატკივრები, რა თქმა უნდა, კმაყოფილი დარჩნენ იმით, რაც ნახეს. საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები საფინალო სასტვენის შემდეგ საკუთარ ადგილებზე დარჩნენ და დიდხანს უკრავდნენ ტაშს თავიანთ ფეხბურთელებს“, – წერია სტატიაში.

როგორც BBC აღნიშნავს, გულშემატკივრებმა დაუვიწყარი მოგონებები მიიღეს, როდესაც საქართველომ პორტუგალია დაამარცხა ბოლო ჯგუფურ მატჩში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები