ვილი სანიოლი: ცოტა მოწყენილი ვართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბედნიერება ძალიან სწრაფად დაბრუნდება

ესპანეთთან 1:4 დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მერვედფინალური შეხვედრა შეაფასა.

მისი თქმით, წაგების მიუხედავად, საქართველოს ნაკრებს მალე დაუბრუნდება ხალისი, რადგან რასაც მიაღწია, ისიც დიდი გამარჯვებაა.

“ჩვენ ცოტა მოწყენილი ვართ, რადგან წავაგეთ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რამდენიმე დღეში გავაცნობიერებთ იმას, რაც შევძელით და ბედნიერება ძალიან სწრაფად დაბრუნდება.

ჩვენ ახლა შეგვიძლია დავსხდეთ მშვიდად და ყველა ძალიან ბედნიერი ვიყოთ, რადგან ნაკრების ევოლუცია აბსოლუტურად სწორი გზით მიმდინარეობს და ეს ფანტასტიკურია.

ძალიან ვამაყობ იმით, რაც ფეხბურთელებმა გააკეთეს ბოლო თვეებში. ახლა ეს მოგზაურობის დასასრულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შემდეგი მოგზაურობაც ასეთივე საინტერესო იქნება.

გოლი ჩვენი პირველივე შემტევი სიტუაციიდან გავიტანეთ და დავწინაურდით, ეს შესანიშნავი დასაწყისი იყო, თუმცა პირველი ტაიმი ერთბურთიანი უპირატესობით რომ შეგვენარჩუნებინა, ვფიქრობ მეორე ტაიმში მეტი ენერგიის დაზოგვას შევძლებდით. საერთო ჯამში, ესპანეთმა გამარჯვება დაიმსახურა და ამაში ეჭვი არავის ეპარება.

მთელი გუნდი ფანტასტიკური იყო ჯგუფურ ეტაპზე… ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ აქ მოსახვედრად, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ დავბრუნდეთ სხვა დიდ ტურნირზე. ვამაყობთ იმით, რაც გავაკეთეთ ბოლო დღეებში, ბოლო კვირებში… ყველაფერი ისეთი დიდი გამოცდილება იყო… ვფიქრობ, ხვალ დილით ყველას მოუნდება მხოლოდ ერთი რამ – უკან დაბრუნება”,- განაცხადა სანიოლმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები