კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია

კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია.

გენო პეტრიაშვილის უმცროსმა ძმამ თავისუფალ ჭიდაობაში 17 წლამდელთა შორის მიმდინარე კონტინენტურ პირველობაზე, 92კგ წონით კატეგორიაში ფინალამდე 3 შეხვედრა ჩაატარა, ჯამურად – 32 ქულა მოაგროვა.

ფინალში პეტრიაშვილი ბერძენ მეტოქეს დაუპირისპირდა, რაც მის სასარგებლოდ, ანგარიშით 10-0 დასრულდა.

კონსტანტინე მეორედ დაეუფლა კონტინენტური პირველობის ოქროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები