ლევან კობიაშვილი: უბრალოდ ამაყები ვართ და გვიხარია, რომ ასეთი ნაკრები გვყავს, ბედნიერები ვართ და ვტკბებით ამ ყველაფრით

უბრალოდ ამაყები ვართ და გვიხარია, რომ ასეთი ნაკრები გვყავს, ბედნიერები ვართ და ვტკბებით ამ ყველაფრით, – ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა „იმედი LIVE“- ში განაცხადა.

„წარმოუდგენელი დღე იყო გუშინ. ძნელია სიტყვები ვიპოვოთ, რომელიც იმ [გამარჯვების] ემოციებს გადმოსცემს. ყოველთვის ვიცოდით, გვჯეროდა და გვწამდა იმის, რომ ამ გუნდს უდიდესი პოტენციალი აქვს და გუშინ ეს ყველაფერი მოედანზე ვნახეთ. თუ გადავხედავთ [ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებულ] სამივე თამაშის ბოლო მონაკვეთებს, რომელიც წარსულში ყოველთვის იყო ხოლმე ჩვენი ნაკრებების რთული პერიოდი, ეს დაღლა არ ეტყობა გუნდს, პირიქით – უფრო მობილიზებულები არიან, ძლიერები. უბრალოდ ამაყები ვართ და გვიხარია, რომ ასეთი ნაკრები გვყავს, ბედნიერები ვართ და ვტკბებით ამ ყველაფრით“, – აღნიშნა კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები