უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

მათივე ცნობით, ამირან ზოიძე ავდეევკის ბრძოლებში დაიღუპა.

„ვწუხვარ და ვიზიარებ, ვუთანაგრძნობ მის ოჯახს, საქართველოს და ჩემ აჭარას. დიდება გმირებს“, – წერს ნადიმ ხმალაძე Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან ომს 60-ზე მეტი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები