“ყველამ ბრწყინვალედ შეასრულა მწვრთნელის დავალება და შედეგიც სახეზეა” – ვეტერანი ფეხბურთელი გელა კეტაშვილი
“მადლობა გულშემატკივარს, მადლობა ბიჭებს, ყველამ ითამაშა საუცხოოდ, ყველამ ბრწყინვალედ შეასრულა მწვრთნელის დავალება და შედეგიც სახეზეა”, – ამის შესახებ ვეტერანმა ფეხბურთელმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა – გელა კეტაშვილმა ისაუბრა.
“როცა მინდორზე გავდიოდი, მიყენებდნენ მსოფლიოში ამა თუ იმ ძლიერ ფეხბურთელს და მეუბნებოდნენ, რომ პერსონალურად უნდა ავიყვანო. მე მას ვუყურებდი, რომ მე მას უნდა მოვერიო, უნდა მოვუგო. ასეთი შემართება დავინახე გუშინ, იგივე უნდა იყოს ესპანეთთან და მერწმუნეთ, დაუძლეველი ბარიერი არ იქნება”, – აღნიშნა კეტაშვილმა “დღის ქრონიკაში” საუბრისას.