კახა კალაძე: საქართველო იმარჯვებს და წერს ახალ ფურცელს ქართული ფეხბურთის ისტორიაში – გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას!

საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებას პორტუგალიასთან დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

კალაძემ ქართველ ფეხბურთელებსა და გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა.

„აბა რა, აბა რა, საქართველო იმარჯვებს და წერს ახალ ფურცელს ქართული ფეხბურთის ისტორიაში.

გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას!

ვულოცავ ყველას, ვისაც სჯერა, რომ შრომას, ბრძოლას, ძალისხმევას, ერთობას მივყავართ დიდ გამარჯვებამდე!

მადლობა ჩვენს ბიჭებს ამ ბედნიერი წუთებისთვის!

მადლობა ქართველ გულშემატკივარს გამორჩეული ქომაგობისთვის!

ჩვენ ვართ საქართველო!“ , – წერს კალაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები