„პრემიერის შტატებში ვიზიტი ქვეყნისთვის წარმატებული და შედეგიანი იქნება“

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეერთებულ შტატებში ვიზიტი შეაფასა. როგორც მან „კვირას პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული ვიზიტი საქართველოსთვის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ საქართველო თავისი მზარდი შესაძლებლობებით ევროპის მოწინავე ქვეყნებს შორის არის.
„პრემიერ-მინისტრს შეერთებულ შტატებში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები აქვს. მაგალითად, ინვესტიციების შემოსვლასთან დაკავშირებით, საქართველოს უსაფრთხოების თემაზე. პრემიერი მაღალი თანამდებობის პირებს ხვდება და ეს ვიზიტი, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებული და შედეგიანი იქნება. საკმაოდ ძალიან მნიშვნელოვანია ორმხრივი ინვესტირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, საქართველო უერთდება არაერთ კონვენციას, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია. პრემიერის ამერიკაში ვიზიტი დადასტურებაა, რომ საქართველო, თავისი მზარდი შესაძლებლობებით ევროპის მოწინავე ქვეყნებს შორის იმყოფება“ – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
ზვიად ძიძიგური გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრემიერს მიხეილ სააკაშვილი შტატებში სიურპრიზს უმზადებს. ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ის ძებნილი მიხეილ სააკაშვილისგან არანაირ სიურპრიზს არ ელის. „სააკაშვილს ვინც იცნობს, მისგან სიურპრიზი არავის უკვირს. მაგრამ, არ ვფიქრობ, რომ ძებნილმა სააკაშვილმა პრემიერის ვიზიტის დროს შტატებში რამე მოაწყოს“- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
პრემიერ-მინისტრი აშშ-დან საქართველოში 29 სექტემბერს დაბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები