დღევანდელ საფეხბურთო მატჩში საქართველოსა და პორტუგალიის სასტარტო შემადგენლობები ცნობილია

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დღევანდელ მატჩამდე საქართველოსა და პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრებების შემადგენლობები ცნობილია.

ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში არიან: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.

რაც შეეხება პორტუგალიას, მათი ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში არიან: კოშტა, დალო, დანილო, ა. სილვა, ინასიო, პალინია, ნეტო, ნევეში, ფელიქსი, კონსეისაო და რონალდო.

დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები