ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და პორტუგალიას შორის საფეხბურთო მატჩი მიმდინარეობს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე თავის ბოლო შეხვედრას მართავს.

ეროვნული ნაკრების მეტოქე პორტუგალიაა. დღევანდელი მატჩი გერმანიის ქალაქ გელზენკირხენში მიმდინარეობს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არიან: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გველესიანი, კაშია, დვალი, ლოჩოშვილი, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია და მიქაუტაძე.

შეხვედრის დაწყებამდე შესრულდა საქართველოსა და თურქეთის ჰიმნები.

შეგახსენებთ, რომ მანამდე საქართველოს ნაკრები თურქეთთან შეხვედრაში დამარცხდა, ხოლო ჩეხეთთან მატჩში ფრე ითამაშა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები