ქუთაისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა (ვიდეო)

ქუთაისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.

მდინარე ოღასკურა კალაპოტიდან გადმოვიდა, რის შედეგადაც დაიტბორა ბუხაიძის ქუჩა, ასევე მიმდებარე ქუჩები და ქუთაისის იუსტიციის სახლამდე მისასვლელი გზა.

ადგილობრივების თქმით, ძლიერი ნალექის შედეგად, დაზიანდა ქუჩაზე გაჩერებული ავტომობილები, დაიტბორა კორპუსების სარდაფები, საცხოვრებელი სახლებისა და მაღაზიების პირველი სართულები.

მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

სტიქიის ზონებში მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები