სინოპტიკოსები დღეს საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ და მოსახლეობას აფრთხილებენ

დღეს საქართველოს ყველა რეგიონში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, სადაც მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

“საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი, დღისით აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)”, – აცხადებენ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები