სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თავდაცვის ძალების ვიცე-პოლკოვნიკი თამარ კიკნაძე განცხადებას ავრცელებს

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თავდაცვის ძალების ვიცე-პოლკოვნიკი თამარ კიკნაძე განცხადებას ავრცელებს.

როგორც კიკნაძე აღნიშნავს, “ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს გადარჩენის მისია აქვს.

“უფალმა შეარჩია ბატონი ბიძინა სწორედ საქართველოს გადარჩენის მისიის შესასრულებლად და დააკისრა ეს მეტად ურთულესი მისია, რასაც ჩვენი ქვეყნის გადარჩენა ჰქვია. მადლობა მას და ღმერთმა გააძლიეროს ბოროტებასთან ბრძოლაში. ერთადერთი ადამიანია, რომელიც დარწმუნებული ვარ, იმ უბედურებას, რასაც “ნაცხროვა” ჰქვია, საბოლოოდ დაუსვამს წერტილს.

თქვენ გვერდით ვართ, ბატონო ბიძინა. ნამდვილი სულით ხორცამდე ქართველი ერის უმეტესობა. დღეს ბრძოლის ველი არჩევნებზე გადის და ერთად უნდა დავამარცხოთ ბოროტება, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაესვას წერტილი მავნებელ სისხლმოწყურებულ ,,ნაცებს”, რომელთა დევიზია და სლოგანი “საქართველო ქართველების გარეშე”. ვერ ეღირსებიან, უფალი ჩვენ გვერდითაა ამ ბრძოლაში. უფალმა გაგაძლიეროთ, ბატონო ბიძინა. ამინ.

დღეს ბრძოლის ველი ჩვენი ქვეყნის გადარჩენის მშვიდობის შენარჩუნების გარანტი არის სწორი არჩევანი, თითოეული ქართველის მიერ გამოხატული თავისუფალი ნება. თითოეულ ქართველს გვმართებს, მთელი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს არჩევანს. მჯერა, ქართველი ერი გაერთიანდება და ერთხელ და სამუდამოდ დაესმევა ბოროტებას საბოლოო წერტილი. მე ვირჩევ ჩემს ქვეყანაში მშვიდობას და ჩემი ქვეყნის სწორი მიმართულებით სვლას. ბოლო მოუღოთ ზიზღით ენით საუბარს, პატივი ვცეთ ერთმანეთს და გვიყვარდეს ქართველებო ერთმანეთი. ერთად დავიცვათ ენა, მამული, სარწმუნოება.

უფალმა დაგლოცოთ, მიყვარხართ. უფალმა გაამთლიანოს და გააძლიეროს ჩვენი საქართველო. ამინ. მადლობა უფალს, რომ დღეს “ნაცები” არ არიან ხელისუფლების სათავეში. დარწმუნებული ვარ, პოლიგონად აქცევდნენ ჩვენს ქვეყანას, მეორე ფრონტი გაიხსნება. მადლობა ბატონ ბიძინას და მის გუნდს ჩვენს ხელისუფლებას, რომ შეგვინარჩუნეს მშვიდობა, ქართველ ხალხს დაანახეს ერთობა და მაგალითი ქვეყნის სიყვარული და ინტერესების დაცვა.

ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ენა – მამული, სარწმუნოება. მშვიდობა არ მოგვიშალოს უფალმა. უფალმა დალოცოს და გააძლიეროს ჩემი საქართველო. ერთობა და მხნეობა, გამძლეობა ჩემს ერს და საქართველოს”, – აღნიშნავს თამარ კიკნაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები