“ვიღაც ბრიყვები ყოველდღიურად მაკრიტიკებენ საფეხბურთო მიზეზების გარეშე და აღარ შემიძლია ამის მიღება; პოლიტიკისგან ძალიან შორს ვარ” – სანიოლი

“ვიღაც ბრიყვები ყოველდღიურად მაკრიტიკებენ საფეხბურთო მიზეზების გარეშე და აღარ შემიძლია ამის მიღება. პოლიტიკისგან ძალიან შორს ვარ. ბოდიში ამ ტონისთვის, თუმცა, ამ ყველაფრის გამო ბოლო დღეებია, ცუდ განწყობაზე ვარ”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ბუდუ ზივზივაძესთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“მე მინდა, მივიღო სწორი გადაწყვეტილებები, დაფუძნებული მხოლოდ საფეხბურთო ფაქტებზე. ეს ცოტა სასაცილოა, რადგან მახსოვს, როდესაც 6-7 თვის წინ ბევრი მაკრიტიკებდა, როდესაც გიორგი მიქაუტაძე დავტოვე სათადარიგო სკამზე და ბუდუს დავაწყებინე ძირითადიდან. ახლა კი ისევ მაკრიტიკებენ ყოველდღიურად”, – აღნიშნა სანიოლმა კონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები