ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ცნობილ ინდოელ ინფლუენსერს მასპინძლობს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთიდან ცნობილ ინფლუენსერს მასპინძლობს. ისა მოჰამად ხანს სოციალურ ქსელებში მილიონამდე გამომწერი ჰყავს.
პრესტურის ფარგლებში, ცნობილი ინფლუენსერი ეწვევა თბილისს, სვანეთს, ყაზბეგს, აჭარას. მოამზადებს ეფექტურ სარეკლამო მასალას, რომელსაც საკუთარ სოციალურ გვერდებზე განათავსებს.