“აბონენტებს, რომლებსაც თბილისში წყალი გრაფიკით მიეწოდებოდათ, წყალმომარაგება დღეიდან სრულად აღუდგებათ” – GWP

აბონენტებს, რომელთაც თბილისში წყალი გრაფიკით ჰქონდათ, წყალმომარაგება დღეიდან სრულად აღუდგებათ.

კომპანიის ცნობით, უკვე მიმდინარეობს მილსადენის რეცხვა, რის შემდეგაც, ქსელის ლაბორატორიულად შემოწმებული სასმელი წყლით შევსება დაიწყება.

სოფელ წიწამურის მიმდებარედ ცენტრალურ მაგისტრალურ მილსადენზე სამუშაოები დასრულებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები