ბუდუ ზივზივაძე: კიდევ ერთი ფინალი გვაქვს, თუ გავიმარჯვებთ, გავდივართ ჯგუფური ეტაპიდან, რაც უდიდესი მიღწევა იქნება ქართული ფეხბურთისთვის

თუ გავიმარჯვებთ, გავდივართ ჯგუფური ეტაპიდან, რაც უდიდესი მიღწევა იქნება ქართული ფეხბურთისთვის, ამისთვის ფეხბურთელები მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ბუდუ ზივზივაძემ „ქრონიკას“განუცხადა.

„კიდევ ერთი ფინალი გვაქვს, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ, რომ თუ გავიმარჯვებთ, გავდივართ ჯგუფური ეტაპიდან, ვითამაშებთ პლეი-ოფში, რაც ძალიან დიდი, უდიდესი მიღწევა იქნება ქართული ფეხბურთისთვის. ამისთვის ფეხბურთელები მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს კიდევ ერთი დიდი სიხარული მოვუტანოთ. დანარჩენი უკვე 26-ში მოედანზე გამოჩნდება“, – განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ზე პორტუგალიას 26 ივნისს დაუპირისპირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები