გიორგი მამარდაშვილი: დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს – რომ არა ისინი, ჩვენ აქამდე ვერ მოვიდოდით

ორმაგი მოტივაციაა, როცა ამხელა ტურნირზე იცავ შენი ქვეყნის ღირსებას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს – რომ არა ისინი, ჩვენ აქამდე ვერ მოვიდოდით, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა „ქრონიკას“განუცხადა.

„ყოველთვის გვაქვს მოტივაცია, როცა ჩვენი დროშის ქვეშ ვთამაშობთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ორმაგი მოტივაციაა, როცა ამხელა ტურნირზე იცავ შენი ქვეყნის ღირსებას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს, რადგან ძალიან ბევრი ჩამოვიდა გერმანიაში და დაგვიჭირეს მხარი. ახლაც, ჩეხეთთან თამაშში არ გაჩერებულა მთელი სტადიონი, მხარს გვიჭერდნენ, გვამხნევებდნენ და ძალიან უნდოდათ მოგება, როგორც ჩვენ. დიდი მადლობა მათ მხარდაჭერისთვის. რომ არა ისინი, ჩვენ აქამდე ვერ მოვიდოდით“, – განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები