“აბონენტებს, რომელთაც წყალმომარაგება წიწამურთან მომხდარი ინციდენტის გამო შეზღუდული ჰქონდათ, წყლის მიწოდება 24 ივნისიდან ეტაპობრივად აღუდგებათ”

“სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები აღდგენილია. მიმდინარეობს მილსადენის რეცხვა, რის შემდეგაც დაიწყება ქსელის შევსება ლაბორატორიულად შემოწმებული, მაღალი ხარისხის სასმელი წყლით”, – ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების მიხედვით, ქსელის შევსების შემდეგ, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები დაიწყებენ აღნიშნული მილსადენისა და მასთან დაკავშირებული ქსელების სრული პერიმეტრის დაკვირვებას და ახალი გადაბმის წერტილების ტექნიკურ მონიტორინგს აღდგენილი მილსადენის წყლის წნევით დატვირთვის მიმართ მდგრადობის შესაფასებლად.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური ჯგუფები სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის აღსადგენ სამუშაოებს 17 ივნისიდან 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ. სამუშაოების შედეგად დამუშავდა და დატერასდა მეწყრული ფერდი, იდენტიფიცირდა დაზიანებული მონაკვეთების კოორდინატები და განისაზღვრა დაზიანების ხარისხი. მაგისტრალური მილის დიაგნოსტირების დასრულების შემდეგ მიწის საფარისგან გამოთავისუფლდა მილსადენის შესაბამისი მონაკვეთები, ჩატარდა დაზიანებული მონაკვეთების ამოცვლითი სამუშაოები და თითოეული ახალი გადაბმის წერტილის შედუღების ხარისხის ექსპერტიზა“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, იმ აბონენტებს, რომელთაც წყალმომარაგება სოფელ წიწამურთან მომხდარი ინციდენტის გამო ჰქონდათ შეზღუდული, წყალმომარაგება 24 ივნისიდან ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები