იონათამიშვილი – ოპოზიციაზე: ისინი ეწინააღმდეგებიან იმ პრინციპებს, რაც მნიშვნელოვანია  მათი ამომრჩევლისთვისაც კი

“როდესაც პრინციპების დონეზე განიხილება ეს კანონპროექტი, ეს პრინციპები არის ძალიან კონკრეტული და მკაფიო – უნდა იყოს თუ არა დაშვებული ერთნაირსქესიანთა ქორწინება, უნდა ტარდებოდეს თუ არა სამედიცინო მანიპულაციები სქესის შეცვლის მიზნით, მათ შორის, არასრულწლოვნებში; ბაღებსა და სკოლებში ლგბტ ლიტერატურა უნდა ისწავლებოდეს თუ არა – როდესაც ამ საკითხებზე უჭირთ ამ ადამიანებს პოზიციების დაფიქსირება, ეს ნიშნავს, რომ  სინამდვილეში მათ ამის საწინააღმდეგო პოზიცია აქვთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ისაუბრა.

“რეალურად, ეს ბუჩქებში დამალვას კი არ ნიშნავს, არამედ აღიარებას, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან იმ პრინციპებს, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოებისთვის, არამედ, სინამდვილეში, მათი ამომრჩევლისთვისაც კი”, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები