რა შემთხვევაში უნდა აიღო აგრო სესხი

აგროსფეროს განვითარება სწრაფი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამიტომ, სოფლის მეურნეობას ქვეყანაში მუდმივად სჭირდება ხელშეწყობა, რაშიც უპირველესად, ფინანსური ინვესტიციები იგულისხმება.

რა რისკები არსებობს აგროსფეროში

დღეს სოფლის მეურნეობა უამრავი გამოწვევის წინაშე დგას:

ტემპერატურის მატება და სტიქიური მოვლენები მოსავლიანობის დანაკარგებს ან საგრძნობ შემცირებას იწვევს.

  • ინტენსიური წვიმები და ხანგრძლივი მშრალი პერიოდები, ქმნის წყლის დეფიციტს ზოგიერთ რეგიონში და ზრდის წყალდიდობისა და ნიადაგის ეროზიის რისკებს.
  • ნიადაგის ეროზიას და ორგანული ნივთიერებების დაკარგვას ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია ნიადაგის ნაყოფიერებაზე და შესაბამისად, სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობაზე.

პროდუქტიული წარმოებისა და რისკების თავიდან აცილებისთვის, აუცილებელია, ფერმერებს ჰქონდეთ:

  • ტექნოლოგიური აღჭურვილობები და სხვადასხვა ტიპის დანადგარები
  • სეტყვისაგან დამცავი და საირიგაციო მოწყობილობები
  • შეწამვლის საშუალებები
  • მღრღნელებისგან და მწერებისაგან დაცვის საშუალებები
  • შესაწამლები საშუალებები და მრავალი სხვა.

ბანკები თუ სხვა სახის ფინანსური ორგანიზაციები აქტიურად გასცემენ აგრო სესხებს და მზად არიან დაეხმარონ სოფლის მეურნეობას განვითარებაში.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ის აგრო სესხი

MBC-ის მრავალფეროვანი სერვისებიდან ერთ-ერთი პრიორიტეტული სწორედ აგრო სესხია, რადგან კომპანია აქტიურად უჭერს მხარს სოფლის მეურნეობის განვითარებას.

MBC სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად 2 ტიპის აგრო სესხს გასცემს და სესხის მაქსიმალური ვადა 120 თვეა:

  1. უზრუნველყოფილი აგრო სესხი: 2 000-დან 100 000 ლარამდე მოცულობით
  2. უგირავნო აგრო სესხი: 500-დან 20 000 ლარამდე მოცულობით

აგრო სესხის მისაღებად დაგჭირდება მინიმალური დოკუმენტაცია, რაც სესხის აღების პროცესს ძალიან გაგიმარტივებს.

  • აუცილებელია, იყო მინიმუმ, 21 წლის იყოს, გქონდეს აგრო მეურნეობა, ან იყო თვითდასაქმებული აგრო მეწარმე
  • აგრო სესხი გაიცემა მხოლოდ ID ბარათის ან პასპორტის საფუძველზე.
  • პირობები მაქსიმალურად მორგებულია ფერმერის საჭიროებებზე:
  • განიხილავს ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლის განაცხადს
  • გექნება გადახდის შენს შემოსავლებზე, ასევე, შემოსავლებსა და სეზონურობაზე მორგებული მორგებული გრაფიკი
  • ყოველთვიური შენატანით დაფარავ როგორც ძირითად თანხას, ასევე სესხის პროცენტს
  • გექნება ხანგრძლივი, 11 თვემდე საშეღავათო პერიოდი

MBC სრულიად უსასყიდლოდ გაგიწევს ბიზნეს კონსულტაციას და ფინანსური რჩევებითაც დაგეხმარება.

აგრო სესხის აღებით შეძლებ, გააუმჯობესო ინფრასტრუქტურა, დანერგო თანამედროვე მიდგომები და წვლილი შეიტანო სოფლის მეურნეობის წინსვლაში.

შეავსე ონლაინ განაცხადი ემბისიში და დაელოდე პასუხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები