MBC-ში სამომხმარებლო სესხებზე საუკეთესო პირობებია

სამომხმარებლო სესხი, სხვა ტიპის სესხებისგან განსხვავებით, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახის კრედიტია.

ადამიანები სამომხმარებლო სესხს იმტკიცებენ სხვადასხვა მიზნობრიობით. სამომხმარებლო სესხით შეგიძლია დაიფინანსო ნებისმიერი ხარჯი – გაიუმჯობესო საცხოვრებელი პირობები, შეიძინო სასურველი ტექნიკა, გადაფარო მიმდინარე ვალდებულებები თუ სხვა.

მაშინ, როცა იპოთეკური სესხი მრავალწლიან ფინანსურ პასუხისმგებლობას გულისხმობს და კრედიტორი განსაზღვრავს სესხის მიზნობრიობას, სამომხმარებლო სესხზე ასეთი პირობები არ ვრცელდება და საკმაოდ მოქნილია.

როგორც წესი, სამომხმარებლო სესხები მოკლე ან საშუალო ვადით გაიცემა და ძირითადად არ სჭირდება უზრუნველყოფა. სურვილი თუ გექნება, შესაძლებელია სესხის წინსწრებით, ნაწილობრივ, ან სრულად დაფარვაც.

სამომხმარებლო სესხებს გასცემენ ბანკები თუ სხვა ფინანსური ინსტიტუტები.

სტატიიდან გაეცნობი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ის სამომხმარებლო სესხს და ამ ტიპის სესხის მიღების პირობებს.

რას გთავაზობს MBC

ემბისიში სამომხმარებლო სესხის აღება 100 000 ლარამდე მოცულობით შეგიძლია, ნებისმიერი სამომხმარებლო მიზნობრიობით, პროცედურები კი მარტივი და სწრაფია:

  1. 500-დან 20 000 ლარამდე სამომხმარებლო სესხი გაიცემა უზრუნველყოფის გარეშე
  2. 100 000 ლარამდე თანხის მიღებას კი შეძლებ უძრავი ქონების საფუძველზე

რა უპირატესობები აქვს ემბისის სამომხმარებლო სესხს

  • კომპანია განიხილავს ნებისმიერი სახის საკრედიტო ისტორიას და სხვადასხვა ტიპის შემოსავალს
  • აქ შენს საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული პირობები გელოდება
  • თანხის მიღებას შეძლებ მაშინაც თუ თვითდასაქმებული ხარ, გიფიქსირდება შემოსავალი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან, იღებ გზავნილებს, ხელფასს, ფლობ იჯარას და სხვა.
  • შეგიძლია სხვა ორგანიზაციებიდან პორტირება და სესხების გაერთიანება
  • მოქმედებს გადახდის კლებადი, შენს შემოსავლებზე მორგებული გრაფიკი
  • სესხის მისაღებად გჭირდება მინიმალური დოკუმენტაცია
  • შესაძლებლობა გაქვს, რომ სამომხმარებლო სესხების ძირი თანხა და პროცენტი ერთდროულად დაფარო

რა დაგჭირდება MBC-ში სამომხმარებლო სესხის ასაღებად

  • ID ბარათი ან პასპორტი
  • საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება
  • უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში, შესაბამისი გარანტია

MBC-ში სამომხმარებლო სესხის მიღება შეგიძლია ლარში, სესხის მაქსიმალური ვადა კი 120 თვეა.

იმისთვის, რომ სასურველი თანხა დაიმტკიცო, აუცილებელია შეავსო ონლაინ განაცხადი ან ეწვიო კომპანიის ახლომდებარე ფილიალს.

არ დაგავიწყდეს, სესხის აღებამდე, კარგად გაეცნო პროდუქტის მნიშვნელოვან პირობებსა და ხელშეკრულებას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები