პანდემიისას დაჯარიმებული პირების ადმინისტრაციული ჯარიმისგან გათავისუფლებას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს

საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს მთავრობის ინიციატივას, რომელიც ადმინისტრაციული სახდელისგან იმ პირთა გათავისუფლებას ითვალისწინებს, რომლებმაც კოვიდპანდემიის დროს, 2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისის პერიოდში დაარღვიეს იზოლაციისა და კარანტინის წესი, ასევე პირბადის ტარების წესი.

ცვლილება დაახლოებით 2000 მოქალაქეს შეეხება. ჯარიმების საერთო რაოდენობა 5 მილიონ 600 000 ლარს აღწევს. რაც შეეხება ცვლილების იმ ნაწილს, სადაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაზეა საუბარი, ინიციატივა მთავრობას ამ ეტაპზე უკან დაუბრუნდება. კანონმდებლები მის ხელახლა განხილვას მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებენ, რაც ის არა ცვლილების სახით, არამედ ცალკე კანონად დაინიცირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები