გიორგი ამილახვარი – მასწავლებლებისთვის ხელფასის ზრდაზე: ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლის მსგავსი არ მახსენდება რომელიმე პროფესიაში მომხდარიყო – ერთბაშად და ერთიანად

ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლის მსგავსი არ მახსენდება რომელიმე პროფესიაში მომხდარიყო – ერთბაშად და ერთიანად, – ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მასწავლებლების ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

“საქართველოს მთავრობამ და ჩვენმა გუნდმა ერთ წელზე მეტხანს იმუშავა ამაზე. გამოიკითხა ათასობით მასწავლებელი, მე პირადად შევხვედრივარ ხუთიათასამდე მასწავლებელს, სადაც პერმანენტულად ვსაუბრობდით ამ საკითხებზე. ეს არ არის არც გიორგი ამილახვრის, არც ირაკლი კობახიძის, ან სხვა ვინმეს პირადი გადაწყვეტილება. ეს არის იმ გამოცდილებაზე დაფუძნებული, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში დაგროვდა სისტემაში, ეს არის არაერთ სიღრმისეული კვლევის მიგნებებიდან გამომდინარე და თავად პედაგოგთა უმრავლესობის მრავალწლიანი მოთხოვნაც, დაკვეთაც და შეძახებაც ხელისუფლებისადმი”, – განაცხადა ამილახვარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები