“ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა ჩვენი უახლესი ისტორიის ნაწილია, მადლობა ჩვენს ბიჭებს” – ოთარ შამუგია

“დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში შემავალი უწყებების წარმომადგენლებმა ერთად უგულშემატკივრეს საქართველოს ნაკრებს”, – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„ერთად ვგულშემატკივრობთ საქართველოს ნაკრებს. ამ დღეს ძალიან დიდი ხანი ველოდით. ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა ჩვენი უახლესი ისტორიის ნაწილია. ნაკრების თითოეული წევრი ღირსეული თამაშით და ბრძოლის ჟინით თითოეულ ჩვენგანს სიამაყის შეგრძნებით გვავსებს. საქართველოს ნაკრების ეროვნული მაისურით გულშემატკივრობა განსაკუთრებით ემოციურია. მადლობა ჩვენს ბიჭებს”, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში ჩეხეთს შეხვდა, მატჩი ფრედ დაასრულა 1:1 და პლეიოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები