“ჩეხები იმედგაცრუებულები არიან, რადგან რამდენიმე შესანიშნავი მომენტი გაანიავეს, რაც მამარდაშვილის დამსახურებაა – მან ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა” – სანიოლი

“კვარაცხელიას თამაშს როგორ შევაფასებდი ამ ორ მატჩში? არ მიყვარს ფეხბურთელებზე საუბარი და არც ხვიჩაზე ვისაუბრებ. თამაშს გავაანალიზებთ და მერე ვიტყვი, რასაც ვფიქრობ”, –  ასე შეაფასა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა საქართველო-ჩეხეთის მატჩი.

“ჩეხეთი დიდი პრესინგით გვეთამაშა და ამას ველოდი. ისინიც იმედგაცრუებულები არიან, რადგან რამდენიმე შესანიშნავი მომენტი გაანიავეს, რაც მამარდაშვილის დამსახურებაა – მან ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა.

ჩეხები იმედგაცრუებულები კი არიან, მაგრამ ფეხბურთში ყოველთვის იმას ვერ იღებ, რასაც იმსახურებ. ამის მაგალითად თურქეთთან ჩვენი მატჩი გამოდგება, სადაც ქულას მაინც ვიმსახურებდით”  – აღნიშნა სანიოლმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები