განათლების სამინისტროს წარმომადგენელი მასწავლებლების ხელფასების ზრდაზე: 200 ლარი არის მინიმუმი, დაახლოებით 70%-ში კი არის 500-დან 800 ლარამდე ზრდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მასწავლებლების ხელფასების ზრდის შესახებ განმარტება გააკეთეს. უწყების განცხადებით, ინფორმაცია, რომ თითქოს, პედაგოგებს ანაზღაურება არ ეზრდებათ, სიცრუეა და გარკვეული ძალები არასწორ ცნობებს მიზანმიმართულად ავრცელებენ.

სამინისტროში აცხადებენ, ხელფასების ზრდის გარეშე არც ერთი მასწავლებელი არ დარჩება.

„200 ლარი არის მინიმუმი, ასევე არის 300 და 400 ლარიანი მატება. უმეტესი ნაწილი, უმეტესი ნაწილი, დაახლოებით 70%-ში კი არის 500-დან 800 ლარამდე ზრდა“, – განუცხადა მედიას სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ლალი კალანდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები