გიორგი მერებაშვილი: ამ ბიჭებმა ძალიან დიდი საქმე გააკეთეს, რადგან საფეხბურთო რუკაზე გამოვჩნდით, მათ არცერთ ნაკრებთან თამაშის არ ეშინიათ და წინა ნაკრებებიდან ეს გამოარჩევთ

ამ ბიჭებმა ძალიან დიდი საქმე გააკეთეს და ამ ყველაფრით უნდა ვიამაყოთ რადგან საფეხბურთო რუკაზე გამოვჩნდით, – ამის შესახებ ფეხბურთელმა გიორგი მერებაშვილმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ფეხბურთელები ჩეხეთთან მატჩშიც მაქსიმუმს გააკეთებენ.

„ჩეხეთი ხისტი, მებრძოლი გუნდია, რთული თამაში გველოდება, თუმცა ჩვენს ნაკრებს არცერთ ნაკრებთან თამაშის არ ეშინია და წინა ნაკრებებიდან ეს გამოარჩევს, ვფიქრობ, რომ დღევანდელ თამაშშიც მაქსიმუმს გააკეთებენ“, – აღნიშნა მერებაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე დღეს ჩეხეთს დაუპირისპირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები