საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ჩეხეთს დაუპირისპირდება
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ევროპის ჩემპიონატზე მეორე შეხვედრას გამართავს.
თურქეთის შემდეგ, ქალაქ ჰამბურგში ქართველების მეტოქე ჩეხეთის გუნდი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი ტურნირის პირველ წრეში დამარცხდა – საქართველო თურქეთთან (1:3), ჩეხეთი კი პორტუგალიასთან (1:2).
თამაში თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.