ზურაბ ჟვანიას სკოლა „გარეჯობაში” ჩაერთო
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა საგარეჯოში გამართულ კულტურულ- საგანმანათლებლო ღონისძიებას – გარეჯობა 2024-ს შეუერთდა.
ღონისძიების ფარგლებში, სკოლის სტენდზე გამოფენილი იყო სახელმძღვანელოები, 2023 წლის საქმიანობის ანგარიში და ბრენდირებული მასალა. ჟვანიას სკოლის წარმომადგენლებმა სტუმრებს უმასპინძლეს ბრენდირებული საკონდიტრო ნაწარმით.
სტენდი მოინახულეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ გულიკაშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსი გილაშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლელა ფანოზიშვილმა. მათ ხაზი გაუსვეს ჟვანიას სკოლის უმნიშვნელოვანეს როლს სახელმწიფო ენის გავრცელება-განმტკიცებასა და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პროცესში.
საგარეჯოს და დავით გარეჯის მონასტრის ისტორიასთან დაკავშირებით მოეწყო ვიქტორინა. გათამაშებაში ყველა ასაკის ადგილობრივმა მაცხოვრებელმა მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებულებს სკოლის სახელით პრიზები გადაეცათ.
ყველა პირს, რომელიც გარეჯობა 2024-ს დაესწრო და ჟვანიას სკოლის გიფერის ობიექტივშიც მოხვდა, შეუძლია ეწვიოს ბმულს და ჩამოტვირთოს საკუთარი ფოტო მისალოცი ჩარჩოთი: https://fotoshare.co/e/FpOaPR1QoFD4SLg5O3COZ
იხილეთ ღონისძიების ამსახველი ვიდეომასალა.