“გვაქვს ყველა საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ სხვა თანაბარ პირობებში გავაგრძელებთ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას” – თურნავა

“ბოლო პერიოდში ფინანსურ ბაზრებზე დაფიქსირებული რყევების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე, რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად – 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მივიღეთ”, – ამის შესახებ ნათია თურნავამ ისაუბრა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ვხედავთ, რომ მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები კვლავ ძლიერი და დადებითია.

“ეს ეხება ყველა შემადგენელ ნაწილს – დაწყებული დაბალი ინფლაციითა და ეკონომიკური ზრდით, დამთავრებული ფულადი გზავნილებით, ტურიზმიდან შემოსავლებით და სხვა. შესაბამისად, გვაქვს ყველა საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ სხვა თანაბარ პირობებში გავაგრძელებთ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას”, – განაცხადა თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები