ლაშა დვალი: მოუთმენლად ველოდებით შემდეგ თამაშს, სადაც გვექნება შანსი, რომ გავიმარჯვოთ და ჯგუფიდან გავიდეთ

მოუთმენლად ველოდებით შემდეგ თამაშს, სადაც გვექნება შანსი, რომ გავიმარჯვოთ და შემდეგ რაუნდში, ჯგუფიდან გავიდეთ, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა, ლაშა დვალმა საქართველო-თურქეთს შორის გამართული დღევანდელი მატჩის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„სანამ თამაში დაიწყებოდა, დიდი პოზიტიური ემოციები იყო. რთული თამაში იყო, პირველი 20 წუთი დავიწყეთ რთულად, შემდეგ მოვახერხეთ მომენტების შექმნა, თუმცა რეალიზება ვერ მოვახერხეთ. თუმცა ფეხბურთია, ხდება, მათ მოახერხეს, ულამაზესი გოლები გაიტანეს, მოუთმენლად ველოდებით შემდეგ თამაშს, სადაც გვექნება შანსი, რომ გავიმარჯვოთ და შემდეგ რაუნდში, ჯგუფიდან გავიდეთ“, – აღნიშნა ლაშა დვალმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები